მოხარული ვართ, რომ თქვენ იმყოფებით ჩვენს ელექტრონულ გვერდზე.
ჩვენი მეგობრული და პროფესიონალური გუნდი, ნებისმიერ დროს, დღე-ღამის განმავლობაში გაგიწევთ ტექნიკურ დახმარებას გზებზე. უბრალოდ დარეკეთ ჩვენთან და 24 საათის განმავლობაში, ევაკუატორი ან ტექნიკური დახმარების მანქანა დაუყოვნებლივ თქვენთან გაჩნდება. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე : 877-98-77-66 ან 98-77-66, ასევე დაგვიკავშირდით საინფორმაციო სამსახურის - 08 -ის საშუალებით. აგვიხსენით თქვენი პრობლემა, გვითხარით თქვენი ადგილსამყოფელი ან დაუტოვეთ თქვენი კოორდინატები ჩვენს ოპერატორს. ავტომობილის ევაკუაციასთან ან ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას კომპანია ”ალიანსი ავტო ასისტანსი” (ААА) თავის თავზე იღებს.
ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი მიზანია ვაკეთოთ იგი მაქსიმალურად ხარისხიანად. გამოცდილება არ იკარგება უშედეგოდ!
ჩვენი ავტო ევაკუატორები მუდამ მზადყოფნაში არიან. თუ ჩვენი მანქანა თავისუფალი არ არის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ უყურადღებოდ დარჩებით. ოპერატორი მიიღებს თქვენ ინფორმაციას და სარეზერვო ევაკუატორი გაიგზავნება თქვენთან. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თამამად გვენდოთ ჩვენ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ჩვენი ხარისხიანი მუშაობისა არის შეკვეთის შესრულების დრო. გამოძახების ადგილზე ევაკუატორის მისვლა ხდება 5-20 წუთის განმავლობაში
თუ გნებავთ იმგზავროთ მშვიდად და იყოთ დაზღვეული ექსტრემალურ სიტუაციებში, გახდით ჩვენის აბონენტი - ჩვენი ”ავტომოყვარულთა კლუბის” წევრი და სასწრაფო საგზაო მომსახურეობა მისაწვდომი გახდება თქვენთვის შეუზღუდავად და უფასოდ ან მინიმალურ ფასად. აირჩიეთ სასურველი მომსახურეობის პაკეტები: CLASSIC; GOLD; LADY; VIP.
თქვენ იმსახურებთ კომფორტს და მშვიდ გარემოს!
|